ცნობილია, როდის აღდგება გაზმომარაგება – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯი“ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაზის გათიშვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

Возможно, это изображение текст

„თბილისი ენერჯი“ გაცნობებთ, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ „მესამე პირის“ მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.

დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე, გაზმომარაგების აღდგენა დღეს დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება.

თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.