რამდენად მიზნობრივად ხარჯავს პენტაგონი თანხას – დონალდ ტრამპი თავდაცვის უწყების შემოწმებისთვის ემზადება.
Fox News-თან საუბრის დროს ამერიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ პენტაგონში აუდიტის დროს მილიარდობით დოლართან დაკავშირებული თაღლითობა და თანხის ბოროტად გამოყენება გამოვლინდება. უწყებაში შემოწმებას ამჯერადაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს.
პენტაგონამდე კი მილიარდერი, ტრამპის განკარგულებით, აუდიტს განათლების სფეროში ჩაატარებს.
ცნობისთვის, ამერიკის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი წელიწადში 1 ტრილიონ დოლარს უახლოვდება.