რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება სურს და როგორც ადგილზე არსებული ვითარება აჩვენებს, ფაქტობრივად, ეს უკვე გააკეთა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ უკრაინა ერთ დღეს შეიძლება რუსეთი გახდეს.
„ის, რომ უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილს სურს, გახდეს რუსეთი და უკვე გახდა კიდეც რუსეთი, ფაქტია. ეს არის ფაქტი, რომელიც მოხდა ადგილზე: ოთხი ახალი რუსული რეგიონი. ადამიანები, რომლებიც, მრავალი საფრთხის მიუხედავად, რიგში იდგნენ და რეფერენდუმში ხმა მისცეს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას – ეს დიდწილად შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს“, – განაცხადა პესკოვმა.
ამერიკელი ლიდერის ვარაუდის გამართლების ალბათობაზე საუბრისას კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ფენომენი 50%-იანი ალბათობით ხდება – ან დიახ, ან არა“.