კახა კალაძე შევჩენკოს შესახებ: დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან

“რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?”, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას ეხებოდა.

“არ ვურთიერთობ კალაძესთან, ის ჩემთვის არ არსებობს“ - ანდრეი შევჩენკო

კახა კალაძის თქმით, ახლა უკრაინა განსაცდელშია, შევჩენკო ჭირისუფალია და ამ ეტაპზე, არ სურს პოლემიკაში შევიდეს ჭირისუფალთან და განმარტებები აკეთოს განცხადებაზე, სადაც შევჩენკო საუბრობს, რომ თბილისის მერთან ურთიერთობა აღარ აქვს.

“რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება.

რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველ ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში, უკრაინელი ხალხი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და გაანალიზებას, თუ რა მოხდა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია უკ­რა­ი­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ან­დრეი შევ­ჩენ­კოს ცი­ტა­ტას ავ­რცე­ლებს იმის შე­სა­ხებ, რომ მას ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან, არა­ვი­თა­რი კონ­ტაქ­ტი არ აქვს.

Tribuna.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც კი­ე­ვის “დი­ნა­მოს“ ყო­ფი­ლი მცვე­ლის და თბი­ლი­სის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­რის კახა კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ე­ხე­ბო­და, შევ­ჩენ­კომ უპა­სუ­ხა:

  • “მე არ ვურ­თი­ერ­თობ კა­ლა­ძეს­თან. მე მხარს ვუ­ჭერ ჩვენს პრე­ზი­დენტს. კა­ლა­ძე ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს“, – გა­ნა­ცხა­და შევ­ჩენ­კომ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად.

ან­დრეი შევ­ჩენ­კო და კახა კა­ლა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ე­ვის “დი­ნა­მო­სა“ და “მი­ლან­ში“ ერ­თად თა­მა­შობ­დნენ და ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ან­დრეი შევ­ჩენ­კო მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2013 წელს კახა კა­ლა­ძის ფეხ­ბურ­თი­დან გა­ცი­ლე­ბის მატჩში