კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც – უკრაინული მხარე

გამთენიისას კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

იერიში

მისი თქმით, დაშავებულთა შორის 9 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხოლო როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა მრავალსართულიანი შენობის სახურავზე. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ამასთან, კიევის ოლქში დაზიანდა ცხრა კერძო სახლი და ორი ავტომობილი.