აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს.
„USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის დროს გამოიყენეს. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ, მაგრამ როცა ის გადასახადების გადამხდელთა ფულს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ იყენებს, ეს ღალატი არ არის?“ – წერს კონგრესმენი.
ის თავის გვერდზე ამერიკელ ჟურნალისტთან და მწერალთან მაიკლ შელენბერგთან კონგრესში გამართული მოსმენის ფრაგმენტს აქვეყნებს. შელენბერგი ამბობს, რომ 2019 წელს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას წინ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი ანალიტიკოსის დასკვნა უძღოდა.
გარდა ამისა, USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას სახელწოდებით OCCRP, რომლის დასკვნაც და აზრებიც გამოიყენეს ტრამპის წინააღმდეგ.