აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი გახდა ჯო ბაიდენის განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინას შეეძლო ნატოში გაწევრიანება.
„ვერანაირ საშუალებას ვერ ვხედავ, რომ რუსეთის პოზიციაში მყოფმა ქვეყანამ მათ [უკრაინელებს] ნატოში გაწევრიანების საშუალება მისცეს. მე მივიჩნევ, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო ომი, რადგან ბაიდენი გამოვიდა და თქვა, რომ მათ [უკრაინელებს] შეეძლოთ ნატოში გაწევრიანება და ეს არ უნდა ეთქვა. როგორც კი ეს განაცხადა, მე ვთქვი: ახლა ომი იქნება და სწორი აღმოვჩნდი. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მე ვფიქრობ, რომ ბაიდენი არაკომპეტენტურია და ვფიქრობ, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატოში გაწევრიანება, ეს ძალიან სულელური იყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.