ჩილეში, პატაგონიის სანაპიროსთან “კუზიანმა” ვეშაპმა კაიაკერი გადაყლაპა. ვეშაპმა მამაკაცი მალე გაუშვა და მან წყლიდან უვნებელმა ამოყვინთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალგაზრდა მამაკაცი, ადრიან სიმანკასი კაიაკით მამასთან, დელ სიმანკასთან ერთად ცურავდა, როდესაც მოულოდნელად წყლიდან ვეშაპმა ამოყვინთა და ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცა.
ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები, დელ სიმანკასმა გადაიღო. ვიდეოში ჩანს, როგორ მოუწოდებს მამა შვილს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ.
“მეგონა შემჭამა და გადამყლაპა”,- განაცხადა ადრიან სიმანკასმა.