აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ევროპა ფრთხილად უნდა იყოს.
„მე მოვისმინე მისი გამოსვლა და მან ისაუბრა სიტყვის თავისუფლებაზე. და ვფიქრობ, ეს სიმართლეა, ისინი კარგავენ სიტყვის თავისუფლების შესანიშნავ უფლებას ევროპაში. მან ძალიან კარგი სიტყვა წარმოთქვა, რეალურად ძალიან ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. ევროპა ფრთხილად უნდა იყოს. მან ისაუბრა მიგრაციაზე და ევროპას მიგრაციის დიდი პრობლემა აქვს. უბრალოდ შეხედეთ, რა ხდება დანაშაულთან დაკავშირებით, შეხედეთ, რა ვითარებაა ევროპის სხვადასხვა ნაწილში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.