ჯო უილსონი – მოხარული ვარ, რომ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი

მოხარული ვარ, რომ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ჯო უილსონი - მოხარული ვარ, რომ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი

„არალეგიტიმურმა ივანიშვილმა ოქტომბრის არჩევნები გააყალბა და ახლა საქართველოს დიქტატურად აქცევს. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ სასწრაფო სანქციები გვჭირდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა!“ – წერს ჯო უილსონი.