ე.წ. „კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც 10 წლის წინ თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ახსენებს, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია.
ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური მედიის შეუცვლელი რესპონდენტი გახდა. ის საქმეზე მუშაობიდან 10 წლის შემდეგ ამბობს, რომ მას შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, ასევე სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.
დავით ჯუღელი დღეს სააკაშვილის ადვოკატთა რიცხვებშია. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ის სააკაშვილის ადვოკატი მას შემდეგ გახდა, რაც სააკაშვილმა სოფო ჯაფარიძე საზოგადოებასთან ურთიერთობაში თავის წარმომადგენლად დაასახელა. ამავე გამოცემაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფო ჯაფარიძე და დავით ჯუღელი მეგობრები არიან. დავით ჯუღელი სააკაშვილისთვის იმდენად ახლო და ნდობით აღჭურვილი პირი აღმოჩნდა, რომ წერილებს , რომლებსაც ჯაფარიძეს ან პირადად აძლევენ ან სოციალურ ქსელში უგზავნიან, ჯაფარიძე ჯუღელს გადასცემს და ასე ხვდება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან.
“იმედინიუსი”