შალვა ნათელაშვილმა ნიკა გვარამია ტელეკამერების წინ სკანდალურად ამხილა: „არ უნდა აგეღო არჩევნების წინ ივანიშვილისგან 40 მილიონი…“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეეთერით განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილთან გარიგების სანაცვლოდ, 40 მილიონი აიღო.

„ნიკა გვარამიას გასაგონად ვამბობ, თუ ივანიშვილთან ბრძოლა გინდოდა, არ უნდა გარიგებოდი არჩევნების წინ, რომ ნიკა გილაურს მოიყვანდი პრემიერ-მინისტრად, არ უნდა დაგეკეტა „ლეიბორისტული პარტია“ და თქვენი მონა–მორჩილი „მთავარ არხზე“, რაც დღემდე გრძელდება; როგორც ბოროტი ხმები ამბობენ და პირში გეუბნებიან, არ უნდა აგეღო ივანიშვილისგან 40 მილიონი, ფარისევლობამ ასეთი შედეგები იცის. გილაური იყო ფულის მიმტან-მომტანი და პრემიერად ამზადებდა ივანიშვილი, დაჰპირდა გვარამიას და ხაზარაძეს, რომ არჩევნებს მოაგებინებდა“, – განაცხადა “ფორმულას” ეთერით შალვა ნათელაშვილმა.