აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი ავრცელებს იმ დაფინანსებების სიას, რომელთაც აჩერებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სია ასეთია:
„1) 10 მილიონი დოლარი მოზამბიკში მამაკაცის ნებაყოფლობით სამედიცინო წინადაცვეთაზე; 2) 9,7 მილიონი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში სამეწარმეო უნარების მქონე კამბოჯელი ახალგაზრდების კოჰორტის შესაქმნელად; 3) 2,3 მილიონი კამბოჯაში დამოუკიდებელი ხმების გასაძლიერებლად; 4) 32 მილიონი პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრს; 5) 40 მილიონი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ცენტრისთვის; 6) 14 მილიონი სერბეთში სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად; 7) 486 მილიონი არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმისთვის, მათ შორის, 22 მილიონი აშშ დოლარი ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკური პროცესისთვის მოლდოვაში და 21 მილიონი აშშ დოლარი ამომრჩეველთა აქტივობისთვის ინდოეთში; 8) 29 მილიონი ბანგლადეშში პოლიტიკური ლანდშაფტის გასაძლიერებლად; 9) 20 მილიონი ნეპალში ფისკალური ფედერალიზმისთვის; 10) 19 მილიონი ნეპალში ბიომრავალფეროვნების შესახებ საუბრებისთვის; 11) 1,5 მილიონი ლიბერიაში ამომრჩეველთა ნდობისთვის; 12) 14 მილიონი სოციალური ერთიანობისთვის მალიში; 13) 2,5 მილიონი სამხრეთ აფრიკაში ინკლუზიური დემოკრატიებისთვის; 14) 47 მილიონი დოლარი აზიაში სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად; 15) ორი მილიონი მდგრადი გადამუშავების მოდელების შემუშავებისთვის, რათა გაიზარდოს სოციალურ-ეკონომიკური ერთიანობა კოსოვოს ბოშების, აშკალებისა და ეგვიპტის მარგინალიზებულ თემებს შორის“, – აღნიშნულია აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.