Bloomberg: ტრამპი ევროპას უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენის უფლებას მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ევროპას უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენის უფლება მისცეს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტი

ჟურნალისტების შეკითხვას, მისცემს თუ არა ევროპას ასეთ ნებართვას, ტრამპმა უპასუხა – „დიახ“.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს კარს უხსნის უკრაინას იარაღზე წვდომის მისაღებად, მაშინაც კი, თუ ტრამპი მის დახმარებას შეწყვეტს.

ადრე ტრამპის ადმინისტრაციამ დასავლელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ სურს, მათ შეიძინონ ამერიკული იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა ნატოს ალიანსის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ეს იარაღი შესაძლოა, უკრაინისთვის იყოს განკუთვნილი. ამ გზით აშშ შეძლებს უკრაინაში იარაღის გადატანას, თავისი კაპიტალის მნიშვნელოვანი დანაკარგის გარეშე.