გერმანიაში მანიფესტაციები ჩატარდა უკრაინაში ომის გაჩერებისა და რუსეთთან მშვიდობის დამყარების მოთხოვნით

გერმანიის ფედერალური პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პარტიები და მოძრაობები გერმანიის ქალაქების მოედნებზე თავიანთ პოლიტიკურ პროგრამებს უფრო ხშირად აჟღერებენ.

იმისათვის, რათა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი საზოგადოების ყურადღება იქნას გაძლიერებული, ასოციაციამ “კულტურული შეხვედრები” (“Kulturtreff”), მოაწყო ორი აქცია – ბერლინსა და ფრანკფურტში, რომელთა ლოზუნგი იყო: “მშვიდობა ევროპას! არა ნატოს ვასალებს!”. აქციები ამა წლის 16 თებერვალს გაიმართა Kulturtreff-ის სახელით, დენიზ ილდირიმისა და აზიმ კოხის მიერ ბერლინში, ხოლო პაულ მიულერისა და ეილემ დემირელის მიერ – ფრანკფურტში.

მიუხედავად ცივი ამინდისა და სახალხო მანიფესტაციებისადმი მუდმივი ტერორისტული საფრთხის არსებობისა, გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქში – დედაქალაქსა და ფინანსურ დედაქალაქში, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეკრება. “მშვიდობა ევროპას!” – ეს მოთხოვნა ჟღერდა ყველგან. მომიტინგეებმა მოითხოვეს სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელი გამართვა, უკრაინაში ომის შეჩერება, ამ ქვეყანაში შეიარაღებების მიწოდების შეწყვეტა, გერმანიასა და რუსეთს შრის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის აღდგენა.

შეკრებილები აკრიტიკებდნენ სამთავრობო პარტიებს, ბაიდენის დროის გლობალისტური პოლიტიკის მხარდაჭერის გამო. ამ პოლიტიკამ და ეკონომიკამ განაპირობა ცხოვრების სიძვირე, ენერგეტიკული კრიზისი და არალეგალური მიგრაცია. გერმანიის მმართველი კოალიცია ახდენს უკრაინის საბიუჯეტო და სამხედრო მხარდაჭერას, ისწრაფვის ნატოს გაფართოებისკენ, გერმანიასა და ევროპას საერთაშორისო ოლიგარქიაზე დამოკიდებულს ხდის.

Kulturtreff თავის განცხადებებში ამტკიცებს, რომ “ამჟამინდელი მთავარი ოპოზიციური პარტია” – ქრისტ.-დემოკრატებისა და ქრისტ.-სოციალისტების სახით, ისევე, როგორც მემარცხენე-ლიბერალური კოალიცია, ამჟღავნებენ ევროპაში ომის გაგრძელების სურვილს. გფრ-ის წამყვანი პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ამ პრობლემის მოგვარების არც ერთ ახალ ვარიანტს არ სთავაზობენ. გამომსვლელებმა მხარი დაუჭირეს მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსული აშშ ვიცეპრეზიდენტ ვენსის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპის პოლიტიკური ელიტა ძირეულად არის მოწყვეტილი თავისი ხალხების ინტერესებს.

განცხადებაში აქცენტი ისმება იმ ზარალზე, რომელიც გერმანიას მიადგა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამო, ისევე, როგორც უკრაინაში ომისა და ზელენსკის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერის შედეგად.

Kulturtreff-მა მოუწოდა ხალხს, ხმა არ მისცენ “ნატოს მომხრე პარტიებს”, მათ, ვინც მხარს უჭერს უკრაინაში ომს… “რუსეთთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს” – აცხადებენ ორივე აქციის მონაწილეები და მხარს უჭერენ პრინციპს: “მშვიდობა უკრაინას – მშვიდობა ევროპას!”.

Kulturtreff-ის წევრებმა ასევე გამართეს სემინარები, შეხვედრები, გერმანიის ახალგაზრდობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც მათ განუმარტეს თავიანთი არგუმენტები. ორგანიზაციამ მოახერხა და წამოაყენა ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც განსხვავდება ოფიციოზის რეალობადაკარგული ხედვებისგან,.

როგორც ჩანს, გერმანიის საზოგადოება სულ უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და რუსეთის სამართლიანი პოზიცია გათვალისწინებული უნდა იქნას. ეს წაადგება გერმანია-რუსეთის თანამშრომლობასა და მშვიდობას მთელ კონტინენტზე.