ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილ შაკალიენემ განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის, რადგან რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი „არ შეიცვლება“. მის განცხადებას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ლიეტუველი მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერების ქმედებები წელს „ევროპის გაძლიერებას, ან დაშლას ჩაუყრის საფუძველს“.
„ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა ევროპაში დიდი ომისთვის სრულად მოვემზადოთ. ნატო 100%-ით მზად უნდა იყოს ომისთვის ნებისმიერ მომენტში, რადგან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ამისთვის სრული მზადყოფნაა. ჩვენ აღარ შეგვიძლია უსაფრთხოების ილუზიები გვქონდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.