რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავად უნდა უპასუხოს კითხვას, თუ რატომ ახდენს ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების სიმულაციას უკრაინაზე.
„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ბერლინს მიაჩნია, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ევროპის მონაწილეობის გარეშე „უაზროა“ და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპა იქნება“. უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასავლეთ ევროპის მონაწილეობით 7 წელი გაგრძელდა. მერე გაირკვა, რომ ევროკავშირის წევრები სიმულირებდნენ. ასე თქვა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რას ფიქრობს ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო?“, – წერს ზახაროვა ტელეგრამზე.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, თუ ევროპული ქვეყნები „ითხოვენ“ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მისი გადაიარაღების მიზნით, მაშინ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან არაფერი ესაქმებათ.