ერთი შეხვედრა რუსეთსა და აშშ-ს შორის არ არის საკმარისი – აშშ სახდეპი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი და ერთი შეხვედრა რუსეთსა და აშშ-ს შორის არ არის საკმარისი “გრძელვადიანი მშვიდობისთვის” და უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაგრამ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გადაიდგა რიადში.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ საკონსულტაციო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებული „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ განხილვას.

მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში.

ამავდროულად, ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმანს მაღალი დონის გუნდები, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას უკრაინის საკითხის მოგვარებაზე.

თავის მხრივ, რუსული მხარიდან მომლაპარაკებელი კირილ დმიტრიევი, აცხადებს, რომ “ჯერ რაიმე სახის კომპრომისებზე საუბარი ნაადრევია”