4-საათნახევრიანი მოლაპარაკება, ლანჩი, შესვენება და სხვა დეტალები – აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა: რას აცხადებენ მხარეები?

აშშ-ისა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­ი­მარ­თა, დას­რულ­და.

ბი-ბი-სი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დე­ტა­ლებს წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ოთხსა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი ლანჩზე გა­ვიდ­ნენ. თუმ­ცა, მა­ნამ­დე კი­დევ ერთი – 15-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

  • რა ხდე­ბა ცნო­ბი­ლი?

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “აშშ და რუ­სე­თი შე­თან­ხმდნენ, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ“.

კერ­ძოდ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი შეთან­ხმდნენ სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ორ­მხრივ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­თან და სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ თქვა, რომ ყვე­ლა მხა­რე, მათ შო­რის რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ევ­რო­პა უნდა და­ე­თან­ხმონ უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას და ევ­რო­კავ­ში­რი “რა­ღაც მო­მენ­ტში” უნდა ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში, – იტყო­ბი­ნე­ბა Reuters-ი

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი მზად არის შე­უ­ერ­თდეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის “სე­რი­ო­ზულ პრო­ცესს“.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი და აშშ შე­თან­ხმდნენ მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონ­ში სა­ელ­ჩო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე, – იუ­წყე­ბა AP.

რაზე შე­თან­ხმდნენ აშშ და რუ­სე­თი? – ამის თა­ო­ბა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა ტამი ბრი­უს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა:

  • ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში” გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი“ ფაქ­ტო­რე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, შე­იქ­მნე­ბა სა­კონ­სულ­ტა­ციო მე­ქა­ნიზ­მი, რათა გა­და­იდ­გას აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის.
  • და­ი­ნიშ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი დო­ნის გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­წყე­ბენ მუ­შა­ო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ომის რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­სას­რუ­ლებ­ლად – რათა კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბა იყოს მდგრა­დი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი და მი­სა­ღე­ბი ყვე­ლა მხა­რის­თვის.
  • ორ­მხრი­ვი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის; ის­ტო­რი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მო­იქ­მნე­ბა, ჩა­ტარ­დე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.
  • გაგ­რძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ პრო­ცე­სი დრო­უ­ლად და პრო­დუქ­ტი­უ­ლად წა­რი­მარ­თოს.

მისი თქმით, “აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ერ­თა­დერ­თი მსოფ­ლიო ლი­დე­რია, რო­მელ­საც შეს­წევს ძალა შე­წყვი­ტოს რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ომი“.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, ერ-რი­ად­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა აშშ-რუ­სეთს შო­რის, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი იყო. მას­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვა­შინგტო­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნას­თან სხვა ეტაპ­ზე წა­რი­მარ­თე­ბა.

  • აშშ-ის მხრი­დან, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო, თეთ­რი სახ­ლის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მაიკ უოლ­ცი და აშშ-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სტივ უიტ­კო­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

  • ხოლო რუ­სე­თის მხა­რეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე იური უშა­კო­ვი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის, მა­რია ზა­ხა­რო­ვას თქმით, შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­უ­დის არა­ბეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კი­რილ დმიტ­რი­ე­ვი მოს­კო­ვის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რია. თუმ­ცა ის მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დის მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც დი­მიტ­რი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, პროგ­რესს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და რუ­სეთს შო­რის ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბა. ის ასე­ვე აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი ბაზ­რე­ბის და­ტო­ვე­ბის გამო, ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა 300 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი და­კარ­გეს.

“რუ­სე­თი­სა და აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ებ­მა ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა და­ი­წყეს, მაგ­რამ კომ­პრო­მი­სებ­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია”, – გა­ნა­ცხა­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი­რილ დმიტ­რი­ევ­მა.

ამას­თა­ნა­ვე, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წემ იური უშა­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის შეხ­ვედ­რის თა­რი­ღი ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის. სა­ვა­რა­უ­დოდ, შეხ­ვედ­რა მო­მა­ვალ კვი­რას არ გა­ი­მარ­თე­ბა.

ambebi.ge