ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების სამეტაპიანი გეგმა შეიმუშავეს. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იუწყება.
გეგმის მიხედვით, თავდაპირველად მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ უკრაინაში ჩატარდება არჩევნები და შემდეგ მოხდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება.
შესაბამისი ინფორმაცია ტელეკომპანია Fox News-ს საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებთან დაახლოებულმა წყაროებმა მიაწოდეს.
ცნობისთვის, აშშ-რუსეთის მოლაპარაკება დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა.