იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომელიც პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტს დაესწრო, შეხვედრას „ტრამპის საწინააღმდეგო“ უწოდა. ამის შესახებ ANSA იტყობინება.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მელონი ლიდერების შეხვედრაზე ბოლოს მივიდა, როდესაც მოლაპარაკებები ერთი საათის დაწყებული იყო.
სამიტის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრმა უთანხმოება გამოთქვა სამიტის წინადადებების მიმართ და მოწვეულთა შერჩევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების ერთადერთი ადგილი ბრიუსელი უნდა ყოფილიყო.
გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრები არ შეიძლება ჩატარდეს „ტრამპის საწინააღმდეგო ფორმატში“.
„აშშ მუშაობს მშვიდობის მისაღწევად და ჩვენ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ“, – აღნიშნა მელონიმ.
მისივე თქმით, კიევისთვის ადეკვატური „უსაფრთხოების გარანტიების“ გარეშე, ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება ჩავარდეს.
ამიტომ მელონიმ მოკავშირეებს მოუწოდა, „სხვა გზები გამონახონ“ და, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები ჩართონ, რადგან, მისი თქმით, „ევროატლანტიკურ კონტექსტშია ევროპული და ამერიკული უსაფრთხოების საფუძველი“.