ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლივიაში, მთიან რაიონში, ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავარია ბოლივიაში

პოლიციის ოფიცრის თქმით, მანქანა იოკალას სამხრეთ-დასავლეთ რაიონში თითქმის 800 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.

„ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი“, – განაცხადა ადგილობრივი საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Unitel-ი იტყობინება, რომ დაშავებულთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ავარია შესაძლოა, სიჩქარის გადაჭარბებით იყოს გამოწვეული, რის გამოც, მძღოლმა ავტობუსზე კონტროლი დაკარგა, – განუცხადა სააგენტო AFP-ს პოლიციის პოლკოვნიკმა ვიქტორ ბენავიდესმა.