ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობას

გაეროს უშიშროების საბჭოს უკრაინის საკითხზე გამართულ სხდომაზე ჩინეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მიესალმება“ აშშ-სა და რუსეთის მიერ მიღწეულ კონსენსუსს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ და იმედს გამოთქვამს, რომ „სამართლიანი“ და „ურთიერთმისაღები“ მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევის პროცესში ყველა ჩართული მხარე მიიღებს მონაწილეობას, იუწყება China Daily.

სტატიის მიხედვით, ფუ ცუნ-მა ორშაბათს განაცხადა: „ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყველა ჩართული მხარე, ასევე შესაბამისი დაინტერესებული მხარეები, მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო პროცესში, რათა მიღწეულ იქნას სამართლიანი, მდგრადი, სავალდებულო და ურთიერთმისაღები მშვიდობიანი შეთანხმება“.

ფუმ ასევე ხაზი გაუსვა, იმას რომ  რადგან ეს სამწლიანი კონფლიქტი ევროპაში მიმდინარეობს, „ევროპას პასუხისმგებლობა ეკისრება მშვიდობის ხელშეწყობაზე“. მან მხარეებს მოუწოდა, მოლაპარაკებების გზით „ერთობლივად აღმოფხვრან“ კრიზისის გამომწვევი მიზეზები.