იური უშაკოვი: ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკება ცუდად არ წარმართულა

მოლაპარაკებები რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის დასრულდა. მოლაპარაკებები ცუდად არ წარმართულა, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

პუტინის თანაშემწე

„იყო ძალიან სერიოზული საუბარი ყველა იმ საკითხზე, რისი დაყენებაც გვინდოდა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით,  რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ გაითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს და გააძლიერებენ ორმხრივ ურთიერთობებს, რადგან ამით ორივე მხარეა დაინტერესებული.

როგორც იური უშაკოვმა განაცხადა, ჯერ რთულია იმის თქმა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები ახლოვდება, თუმცა ერ-რიადში იყო ამაზე საუბარი.