რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უთანხმოება საკმაოდ დიდია.
„ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რაც დაუშვა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ“, – აცხადებს დმიტრიევი.
მისი თქმით, აშშ სერიოზულად უყურებს რუსეთთან მოლაპარაკებებს.
„დაიწყო თანაბარი და პატივისცემის მქონე დიალოგი,“ – აცხადებს დმიტრიევი.
ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსული და ამერიკული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა.
რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ხელმძღვანელობენ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების სამეტაპიანი გეგმა შეიმუშავეს. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იუწყება.
გეგმის მიხედვით, თავდაპირველად მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ უკრაინაში ჩატარდება არჩევნები და შემდეგ მოხდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება.