კრემლი: პუტინი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ზელენსკის ესაუბროს

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, „საჭიროების შემთხვევაში“, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბროს.

ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი

„თავად პუტინმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის მზად იქნება“, – განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

„მაგრამ შეთანხმებების სამართლებრივ საფუძველს განხილვა სჭირდება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ზელენსკის ლეგიტიმურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – დასძინა მან.

ინფორმაციისთვის, პუტინმა ზელენსკის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა. ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა გასულ მაისს ამოეწურა. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის შეჭრა და ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.