“ერთის მხრივ კარგია, რომ “ქართული ოცნება” ასეთი შემართებით ამკაცრებს კანონმდებლობას მდინარაძის პირით. ახლა უკვე სამშობლოს ღალატის მუხლი შემოაქვთ.
კარგია, რადგან სხვის გასამართლებას ეგენი ვერ მოასწრებენ, თვითონ კი ნამდვილად იმსახურებენ ასეთი მუხლით გასამართლებას.
მამუ, თუ გინდა დახვრეტა, დააბრუნე ამ მუხლის სასჯელად.
მე კი მეცოდები მაგისთვის, მაგრამ თუ შენი არჩევანი ეს არის, რა ვქნათ აბა…” – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.