მიუნხენის კონფერენციის ზედაპირულობა ამაში მდგომარეობს — მთავარ „დამნაშავე“ რუსეთს რომ არ პატიჟებენ

გასულ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კვირა რომ დავარქვათ, სულაც არ იქნება გასაკვირი. მიუნხენის თავყრილობა, რომელიც თავისი მნიშვნელობით ერთობ საყურადღებო იყო მსოფლიოსთვის, ბოლო წლების განმავლობაში კარგავს სახეს და მიზანს, რისთვისაც იყო შექმნილი. მიზანი კი იყო ყურადღების გამახვილება უსაფრთხოებაზე, უფრო სწორად საფრთხეებზე, უსაფრთხოების მოსაპოვებლად.

საფრთხე უამრავია, თუმცა არა გლობალური, მაგრამ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების პოლიტიკოსთა სუსტი ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა გლობალურში გადაზრდილი.

ახლო აღმოსავლეთის ისტორიული დაპირისპირება ისრაელ-პალესტინას შორის; სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში; სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ — ტერორისტული ორგანიზაციის მიერ კანონიერი ხელისუფლების დამხობა, პრეზიდენტ ბაშარ ასადის რუსეთში თავის შეფარება, დროებითი ხელმძღვანელის აჰმედ ალ-შარაას, იგივე ჯულანის ტერორისტობიდან უმანკო კრავად გადაქცევა; სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ ძალისმიერი სამხედრო ოპერაციის ჩატარება; თურქეთის შორს მიმავალ გეგმებისთვის, ასევე ძალისმიერისთვის ფრთების შესხმა, და სხვა მრავალი, სისხლიან დაპირისპირებაში ჯერ არ გადასული, მაგრამ სრული ვარაუდით, რომ ასეთს ადგილი ექნება, თუ მსოფლიო ზერელეობას არ შეეშვება და სიღრმისეულად, მთელი სერიოზულობით არ მიუდგება მწვავე საკითხების გადაწყვეტისთვის გზების ძებნას.

მიუნხენი, ასეთის გამკეთებელი არ არის და არც იქნება, ვინაიდან ლამაზი რიტორიკის უკან, ლამაზი ფუქსავატობაა, არავითარი კონკრეტულობა, არავითარი პროგრამა უსაფრთხოების თავიდან აცილებისა.

გასული წლის მედია, განსაკუთრებით ბეჭდვითი, განსაკუთრებით გერმანიის — მასპინძელი ქვეყნის, დამცინავად აღნიშნავდა არა პოლიტიკოსთა მოხსენებებზე, სიტყვებზე, განცხადებებზე, არამედ კონფერენციის მსვლელობისას გამართულ წვეულებებში, პროტოკოლურ სადილებში დახარჯულ თანხებზე, ისე, როგორც კონფერენციაში მონაწილე პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, საზოგადო მოღვაწეთა ორგანიზმის გალაღებაში დახარჯულ ასტრონომიულ თანხებზე.

კონფერენციაზე არა მარტო ზემოჩამოთვლილი კონტიგენტი იყრის თავს, არამედ მათი სექსუალური მომსახურების პერსონალი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ცხადია ისინი კონფერენციას არ ესწრებიან, მაგრამ ვინც ესწრება, საღამოს საათებში ლამაზმანთა მასპინძლობის არეალში ექცევა.

მასპინძლობა ასეთთა მხრიდან, პრესის მიხედვით, საკმაოდ ძვირია. ასე რომ, კონფერენციის მონაწილე, მეტადრე ღამის „კონფერენციით“ მოხიბლული, როგორი გულმოდგინებით განიხილავს მეორე დღეს უსაფრთხოების საკითხებს, თვითონ განსაჯეთ.

ვერ დავამტკიცებ, რომ მიუნხენის ყველა მონაწილე „ღამის კონფერენციის“ მონაწილეა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი რომ უყოყმანოდ ღებულობს ამ სერვისს — უეჭველია. სხვათაშორის, მიუნხენის წინ გამართული დავოსის კონფერენციასაც — ისიც ტრადიციულია და ეკონომიკური საკითხების განხილვას, უხამებს თოვლში სრიალსა და ხვანცალს, ისე, როგორც ლოგინში ლამაზმანებთან.

დავოსს, როგორც პრესა გვატყობინებს, მიუნხენზე მეტი ლამაზმანი ეტანება, ვინაიდან დავოსში აუარება ბობოლა ბიზნესმენი მონაწილეობს. ორივე კონფერენცია, აუცილებლის და სასიამოვნოს ერთმანეთთან შერწყმაა, სადაც სასიამოვნო ძალავს აუცილებელს. რა გაეწყობა, წინა წლის პოლიტიკური საქმიანობით „გადაღლილ“ პოლიტიკოსებს ხომ ესაჭიროებათ განტვირთვა. და რახან ესაჭიროებათ, მოიგონეს „სერიოზული“ კონფერენციები — დავოსის და მიუნხენისა.

არადა, სწორედ ამ და სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და როდესაც ასეთი არსებობს, რაღა საჭიროა ცალკეულ თემებზე კონფერენციების ჩატარება?

ხომ არ გვაქვს საქმე პარალელიზმთან? ხომ არ ვაყენებთ ჩრდილს გაეროს — ცალკეული კონფერენციების გამართვით? ხომ არ ვცდილობით ამით გაეროს როლის დაკნინებას? ხომ არ არის მიუნხენით, სხვა „მიუნხენებით“ ,გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ფეხზე დაკიდების მცდელობა? და რომ ეს ასეა, განა ისრაელის ხელისუფლების მიერ არც ერთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის შეუსრულებლობა არ მეტყველებს?

თუ მსოფლიო ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს აგდებულად ეპყრობიან, მიუნხენის დოკუმენტს აღიქვამენ სერიოზულად?

მიუნხენის კონფერენციის ზედაპირულობაც იმაშია — მთავარ „დამნაშავე“ რუსეთს რომ არ პატიჟებენ. არ პატიჟებენ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო. მაგრამ მარტო ამისთვის?

მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს რუსეთის პოლიტიკას და ცდილობდნენ რაღაც ისეთის აღმოჩენას, რაც მათ მისცემდა შანსს რუსეთის კონფერენციიდან მოკვეთის. ურუსეთოდ  გაცილებით იოლად ეჩვენებათ კონფერენციის „სულისკვეთების“ ერთსულოვნების შენარჩუნება. ამ მოჩვენებით ჰარმონიას რუსეთი არღვევდა — თავისი კრიტიკული განცხადებებით.

მიუნხენს, გველის ნაკბენივით ახსოვს რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გამოსვლა 2007 წელს. ვისაც პუტინის სიტყვა მოუსმენია, დამერწმუნება, ასეთი პირდაპირობით არც ერთი ქვეყნის მეთაური არ გამოსულა არც 2007 წლამდე და არც 2007 წლის შემდეგ.

მახსოვს კარგად, კათედრასთან მდგარი პუტინის წინ, 2-3 მეტრის დაშორებით, დარბაზის პირველ რიგში, აშშ-ს დელეგაციის წევრების, განსაკუთრებით სენატორი მაკკეინის უხერხული გამომეტყველება, პუტინის კრიტიკაზე აშშ-ს ჰეგემონიზმთან დაკავშირებით.

მაკკეინი რახანია აღარ არის, მაგრამ სხვა ამერიკელები ხომ არიან?

არიან და ხშირად ისეთს ისვრიან, რომ არა მარტო დარბაზში არსებულ პოლიტიკურ ჰაერს არხევენ, არამედ დარბაზს გარეთ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას.

ასეთს ჰქონდა ადგილი 2022 წლის თებერვალში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის გამოსვლის დროს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ნატოში მიღებას დაჰპირდა. ჩემის აზრით, ამ დაპირებას მოჰყვა პუტინის სწრაფი გადაწყვეტილება უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით.

2007 წლის პუტინის სიტყვასა და 2022 წლის ჰარისის სიტყვას შორის საკმაო დრო იყო უსაფრთხოების განსამტკიცებლად. განმტკიცება არ მოხდა, პირიქით. დასავლეთმა, ნაცვლად უსაფრთხოებისთვის  შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისა, საწინააღმდეგო რამ გააკეთა — გადაწყვიტა რა უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგება, უკრაინის ნატოში მიღება.

ომში ჩართული უკრაინის ნატოში გაწევრება, ნატოს დააპირისპირებს რუსეთთან ომის სახით. ირიბად ის, ისედაც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ — აწვდის რა იარაღს, ფულს უკრაინას, წვრთნის უკრაინელ სამხედროებს, აგზავნის უკრაინაში მოხალისეებს, თვალს ხუჭავს საკუთარი მოქალაქეების უკრაინის ბრძოლებში მონაწილეობაზე.

ირიბი ომი, ანუ „პროქსი“, როგორც მას უწოდებენ, ნატოს უკვე აქვს რუსეთთან, მაგრამ პირდაპირ დაპირისპირებაზე ის არ მიდის ობიექტურ მიზეზთა გამო, უპირველესად ომით გამოწვეული მშვიდი ცხოვრების დარღვევის. გარდა ამისა, ნატო ხედავს, რომ მისი უპირატესობა რუსეთზე მხოლოდ ქაღალდზეა, ცხოვრებაში კი პირიქით.

რუსეთის უპირატესობა სამხედრო თვალსაზრისით შეინიშნება ყველა სფეროში. ომმა მსოფლიოს დაანახა რამდენად სუსტია კოლექტიური დასავლეთის სამხედრო იარაღი რუსეთთან შედარებით. ამერიკული ტანკი „აბრამსი“, ევროპული ტანკები, მათ შორის „ლეოპარდი“, ისე იწვის ბრძოლის ველზე, როგორც მუყაო. გარდა ამისა, სიმძიმის გამო უჭირთ მათ უკრაინის შავმიწანიადაგიან ტერიტორიაზე მოძრაობა, მანევრირება. ისინი ტალახში „იხრჩობიან“ და მათი ამოყვანა მრავალ პრობლებასთან არის დაკავშირებული.

რუსეთი ყოველთვიურად ამზადებს და მოდერნიზაციას უკეთებს 30 ტანკს — Т-72Б3, Т-80БВМ, Т-90М. გეგმის მიხედვით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უახლოეს მომავალში გააფართოვებს მძიმე ჯავშანტექნიკის წარმოებას 40-50 მანქანამდე თვიურად.

ევროკავშირში ტანკების წარმოებაში შეფერხებაა. ისტორიას ჩაბარდა ის, რომ „ცივი ომის“ დროს გერმანია დღეში ერთ ტანკს უშვებდა. ამჯერად თვიურად მხოლოდ 3-4-ს ამზადებს. ახალი ქარხნებია საჭირო, რაც ასევე პრობლემატურია.

გერმანიის თავდაცვის კონცერნმა „რეინმეტალ АG“-მ გასულ წელს დაიწყო ქარხნის მშენებლობა ქვემო საქსონიაში, რომელიც გამოუშვებს საარტილერიო ჭურვებს, ასაფეთქებელ იარაღს, რეაქტიული არტილერიის კომპონენტებს. მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები წააწყდნენ ფეთქებადი მასალის დეფიციტს, ისეთების, როგორებიცაა დენთი, ტროტილი, ნიტროცელულოზი, რის გამოც ჯეროვნად ვერ აკმაყოფილებს უკრაინის მოთხოვნებს.

უკრაინის ფრონტზე სხვა პრობლემებიც უხვადაა. მაგალითად, დეზერტირობა, ტყვედ ჩაბარება, რწმენის დაკარგვა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, მეომრების დეფიციტი. იარაღთან ერთად, უკრაინელიც თავდება და ერთადერთ ფაქტორად რჩება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, მანამდე კი ნებისმიერი ხერხით რუსეთის ჯარის შეკავება, მაგალითად 18 წლის ყმაწვილების ფრონტზე გაწვევით. ამჯერად გასაწვევი ასაკი 25 წელია. 18 წლის გამოუცდელი ახალგაზრდების ომში ჩართვა, შესაბამისი წვრთნის გავლის გარეშე, სასაკლაოზე გაგზავნის მომასწავებელი იქნება. მაგრამ აწუხებს ეს უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს?

სწორედ ის მოითხოვს ზელენსკისგან ამ ასაკის ახალგაზრდების ომში ჩართვას.

წინა სტატიებში ვწერდი მძიმე დემოგრაფიული სურათის თაობაზე და იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი უკრაინის მოსახლეობა — 52 მილიონი, 19 მილიონამდე შემცირდა. მილიონობით უკრაინელმა მიატოვა სამშობლო და ევროკავშირის ქვეყნებში გადასახლდა, ისე, როგორც რუსეთში. დასავლური წყაროების მიხედვით, ომში მილიონზე მეტი უკრაინელი დაიხოცა.

30 წლის წინ უკრაინელი აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ და ევროკავშირში გაწევრებისთანავე „უკრაინა ცე ევროპა“ გახდებოდა. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ასეთს მართლაც აქვს ადგილი არა იმიტომ, რომ ევროპასთან დაახლოებული უკრაინა ევროპულ სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას ეზიარა, არამედ ევროკავშირი ეზიარა უკრაინულს, გაუარესებული ეკონომიკით, ბუნებრივი აირის დეფიციტით გამოწვეული პრობლემებით.

რუსული იაფი გაზის არარსებობა, ანუ ევროკავშირის მიერ მასზე უარის თქმა და 3-ჯერ ძვირი ამერიკულის შეძენა გახდა ევროკავშირის ეკონომიკის დაღმასვლის მიზეზი.

გერმანიაში დაიხურა ავტომშენებლობის, ქიმიური მრეწველობის ქარხნები, ვინაიდან ძვირი გაზით შექმნილი პროდუქცია იაფად ვერ გაიყიდება. ძვირადღირებული პროდუქცია კი კონკურენციას ვერ უძლებს. გაიზარდა  უმუშევრობა, გაჩნდა სოციალური პრობლემები, დაიკლო ცხოვრების დონემ, მართალია არა უკრაინულამდე, მაგრამ აღიარაფერი აკლია. ასე რომ, უკრაინას ამაყად შეუძლია თქვას, რომ ის „ცე ევროპაა“.

სულ ახლახანს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა რუსეთის მიერ ეროვნული პროდუქტის წარმოების გასული წლის ციფრები 4,1% რაც რეკორდულია ევროპა-ამერიკულთან შედარებით. ამერიკის მაჩვენებელი მაღალია — 2,8%, მაგრამ რუსეთს ვერ შეედრება. ორივესთან შედარებით, ევროპის მოწინავე ქვეყნების საფრანგეთის — 1,3%, გერმანიის — 0,2%.

შეგახსენებთ, რუსეთი დასავლეთის მიერ სანქცირებული ქვეყანაა. „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები“ — იმდენი სანქცია აქვს დაწესებული რუსეთს, მაგრამ რუსეთმა გაუძლო. და არა მარტო გაუძლო, წინ წაიწია და წინ წაიწია სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან ერთად.

სამწუხაროდ, რუსულ ფენომენს ვერ აფასებენ დასავლეთში. დასავლეთი ძველს იმეორებს, გასული საუკუნის 30-ანი წლებისას, როდესაც ფაშიზმს და ჰიტლერს უჭერდა მხარს. ამჯერად ნეოფაშიზმს უჭერს, უკრაინის სახით და მის ფიურერს — „ადოლფ ზელენსკის“, თუმცა ჰიტლერი სამარეში გადატრიალდებოდა ებრაელი ზელენსკის ნეოფაშიზმით გატაცების გამო.

რა გაეწყობა, იცვლება მსოფლიო — ჰიტლერის დროს ნიშანში ამოღებული და გაწყვეტილი ებრაელობა, დღეს თვით წყვეტს სხვას. მაგალითად, ისრაელი, – პალესტინელ არაბებს; ზელენსკი – საკუთარ უკრაინელებს. მაგრამ არიან ისინი ზელენსკისთვის „საკუთარი“?

ვეჭვობ, რომ ასეა. და რომ ეს ასე არ იყოს, ზელენსკი არ აჰყვებოდა დასავლეთის მოწოდებებს რუსეთთან დაპირისპირების თაობაზე და ნაცვლად ბაიდენ-ჯონსონის ბრძანებისა, 2022 წელსვე შეწყვეტდა ომს, რითაც დონბასსაც შეინარჩუნებდა, ქვეყანასაც და მის ხალხსაც.

დღეს, სავალალო მდგომარეობაა. მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დამჯდარი ზელენსკი იძულებელი იქნება არა მარტო დონბასისა და ყირიმის დაკარგვას შეეგუოს, არამედ სხვა ტერიტორიების, რომელსაც რუსეთის ჯარი ყოველდღიურად იპყრობს.

ზელენსკი განუწყვეტლივ მოუწოდებს დასავლეთს უკრაინის ნატოში შეყვანას ან უკრაინისთვის ბირთვული იარაღის დაბრუნებას. „დაგვიბრუნეთ ჩვენი ბირთვული ბომბებიო“ — გაჰყვირის ის და არგუმენტად ბუდაპეშტის მემორანდუმი მოჰყავს, რომლის დროს კიევს ხელი მოაწერინეს მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა ბირთვული იარაღის რუსეთში გატანაზე.

ზელენსკი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ბირთვული იარაღი უკრაინისა იყო. სინამდვილეში, ბირთვული იარაღი, დამზადებული საბჭოთა კავშირში და განთავსებული უკრაინის სსრ ტერიტორიაზე, რუსეთის იყო, ანუ სსრკ-ს და მას მონიტორინგს უწევდა მოსკოვი, ცვლიდა რა ბირთვულ ქობინებს, მოდერნიზაციას უტარებდა რაკეტებს, რომლებსაც ბირთვული ქობინი მიზნამდე უნდა მიეტანა. უკრაინას არაფერი შეხება ამ იარაღთან არ ჰქონდა. მას არც სპეციალისტები ჰყავდა, ბირთვულ იარაღში გათვითცნობიერებული, და რომ ჰყოლოდა, თითსაც ვერ გაანძრევდა მოსკოვის გარეშე.

ასე რომ, ტყუის ზელენსკი, როდესაც ამბობს „დამიბრუნეთ ჩემი იარაღიო“. მარტო ამაში ცრუობს ახალი ფიურერი, რომლის ნებისმიერ ნათქვამს თავს გვახვევს ქართული მედია, განსაკუთრებით რადიო „მაესტრო“? მაინც რამდენი თანხა უნდა მიეღო ქართულ ჟურნალისტიკას USAID-იდან, ასერიგად რომ ელაპარაკა უკრაინა-ზელენსკიზე?

აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის, მილიარდერი მასკის, ტრამპის ახალი ადმინისტრაციის წევრების, განსაკუთრებით კენედის განცხადებებით, USAID-მა, თავისი ბინძური საქმიანობით არა მარტო მსოფლიოს მიაყენა გამოუსწორებელი ზარალი, არამედ თვით ამერიკას.

USAID-მა საქართველოსაც გამოჰკრა კლანჭი და კარგა ხნის განმავლობაში, ლამის 25 წლის, დაუღალავი შრომის, აგენტურული ქსელის გაბმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოქრთამვით, რადიოების — „ამერიკის ხმის“ და რადიო „რადიო თავისუფლების“ ანტირუსული, ანტისაბჭოური, ანტიქართული პროპაგანდით ქართველში დათესა აუტანლობა რუსეთის, რუსის, საბჭოურის  მიმართ. სიტყვით — ტოლერანტობის მქადაგებელმა USAID-მა, საქმით — ანტიჰუმანურმა, ისე გადააგვარა ქართველი, რომ მეზობელ რუსს დაატაკა, ერთი ხელის მოსმით წააშლევინა მასთან მრავალსაუკუნოვანი ისტორია; აუკრძალა რუსული ტელეგადაცემების ყურება;  დიპლომატიური ურთიერთობები გააწყვეტინა; ისე დააშორა რუსეთს, თითქოს მასთან არასდროს ჰქონია სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური, ადამიანური და ნათესავური კავშირები.

USAID-ი აშშ-ს ადმინისტრაციების „მსუბუქი ძალა“ იყო საქართველოში და ამ ძალამ გაახსნევინა პრეზიდენტ სააკაშვილს „საბჭოთა ოკუპაციის“  მუზეუმი,  დააწყებინა ომი — ვითომ ტერიტორიული განმტკიცებისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ფორმირებებში აღსადგენად, სინამდვილეში რუსეთის წინააღმდეგ.

ცხინვალის, 2008 წლის ომმა საქართველოს ტერიტორიას 20% ჩამოაჭრა; საქართველოს გააწყვეტინა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან;  გამოიყვანა დსთ-დან და გადაადგმევინა მოჩვენებითი ნაბიჯი ყოფილ ავტონომიებთან უმნიშვნელო საკითხებზე და არა სერიოზულზე, როგორიც ავტონომიების დაბრუნებაა ჟენევაში მუდმივი მოლაპარაკებების საწარმოებლად.

USAID-მა, „ფერადი რევოლუციით“, საქართველოს თავზე დაასვა ქარაფშუტა, ბოროტი, ხელმრუდე, ბილწი, გონგადასული პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო საკუთარ ბაღჩად ჩათვალა და მანამ ინავარდა, ვიდრე პატრონი არ შეაწუხა.

USAID-მა ახალი მმართველი შეარჩია — ივანიშვილის სახით და ახლა მას და მის გუნდს „ოცნებას“ აჭენებინა, და აჭენებინებს საქართველოს.

შემედავებით — ივანიშვილი აშშ-ს მოყვანილი არ არისო. თვით მოვიდა? იქნებ ხალხმა მოიყვანა?

აშშ-ს ოსტატობაც იმაშია, რომ გვაფიქრებინოს ჩვენ მოვიყვანეთ ხელისუფლება, რომელიც 12 წელზე მეტია მართავს თავის კუჭს და თავს, და არა ქვეყანას. მართვას ვერ დავარქმევ ხელისუფლების ქცევას, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის, რომელიც ბაკურიანში, რაღაც საერთაშორისო თამაშებს ხსნის, ნაცვლად გაზის დაზიანებული მილების სამუშაოების მონახულებისა.

მესამე დღეა, ქალაქის ორ უდიდეს რაიონს  გაზი არ მიეწოდება. ხელისუფლებას, განსაკუთრებით თბილისის მერს, გაყინულ ბინებში მცხოვრებ ადამიანთა ბედი არ აწუხებს, ისე, როგორც არ აწუხებდა გასულ ზაფხულს წყლის მაგისტრალის მილის დაზიანებით გამოწვეული, თითქმის  სამკვირიანი უწყლობა. მაშინ ქალაქის მერმა განაცხადა — ეს, მერიის საქმე არ არის, წყალკანალის საქმეაო. ახლაც ასეა, ჩანს — უგაზობაც მერის საქმე არ არის. მერია გლობალური პოლიტიკით არის დაკავებული, ისე, როგორც მერი.

„ოცნების“ ხელისუფლების საქმე არაფრისმომცემი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაა. ამისთვის აშენებენ სტადიონებს, საციგურაო მოედანს ბათუმში, ბიატლონის ტრასას ბაკურიანში. კალათბურთის საერთაშორისო ტურნირისთვის საბურთალოს რაიონის უნივერსიტეტის ქუჩაზე, კერძო სასაფლაოს პირდაპირ დახურული დარბაზი ააშენეს. დღეს, ის ჩემპიონატი აღარავის ახსოვს, ისე, როგორც დარბაზი. სპორტის სასახლის პატრონი, სხვა სპორტის სასახლეს აშენებდეს — გასაოცარი რამაა და ფულის ფანტვა.

არადა, თბილისს უამრავი სხვა პრობლემა აქვს  უფულობით გამოწვეული. ფული არ გვაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების, განსაკუთრებით კანალიზაციის მოსაწესრიგებელი და ათეულ-ათასობით, თუ არა მილიონობით ლარს ვხარჯავთ სკვერების მოწყობაში, „მოლაპარაკე“ ნაგვის ყუთების შეძენაში, რაღაც სპორტულ თამაშებში, ფეხბურთელების დასაჩუქრებაში.

ხელისუფლებამ არც ქვეყნის მართვა იცის და არც სურვილი აქვს სწავლის. მას ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის სურვილი აქვს. ხელისუფალთა ნაკლოვანებების ჩამოთვლას არაერთი ფურცელი დასჭირდება და ეს ყველაფერი სწორედაც აშშ-ს, მისი ორგანიზაცია USAID-ს ნახელავია.

ილონ მასკმა განაცხადა — „USAID დამნაშავე ორგანიზაციაა და ის უნდა მოკვდეს. რადიკალური მემარცხენე მარქსისტების ქვეწარმავლური ბუდე, რომელსაც სძულთ აშშ-ი“.

2013-2014 წლებში USAID-ი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა კიევის მაიდნის რევოლუციაში.

ათწლეულების განმავლობაში ცსს-ს ქოლგის ქვეშ მყოფმა USAID-მა „გახერხვა-ატკატების“ ბუდემ, როგორც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ახასიათებს ამ ორგანიზაციას, წლიური ბიუჯეტით 50 მილიარდი დოლარი, შავი და თეთრი სალაროს გარეშე, რაც იმდენივე იყო, სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნებს, სადაც მას თავისი წარმომადგენლობა ჰქონდა გახსნილი, ისე, როგორც აშშ-ს.

ეს, ის სალაროა, აშშ-ს ბიუჯეტიდან შევსებული, რომლითაც იწარმოებოდა გლობალური პროგრამები, ასევე ტრამპის და მისი მოკავშირეების საწინააღმდეგო მოქმედება.

USAID-ი ჩართული იყო არა მარტო პოლიტიკურ პროცესებში, არამედ შიმშილობასთან ბრძოლის პროგრამაში, ვაქცინაციაში, ბიოლოგიურ და ფარმაცევტულ კვლევებში. უხვად აფინანსებდა რა მათ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, რაც გამოიყენებოდა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.

მასკი აცხადებს, რომ USAID-ი აფინანსებდა ჩინეთის უხანის ლაბორატორიას, საიდანაც გამოჟონა „კოვიდ-19“-ის ვირუსმა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, USAID-ი მონაწილეობდა „ვარდების რევოლუციაში“ და მონაწილეობს გასული წლისა და ამ წლის ანტისამთავრობო ამბოხში, მიტინგებისა და დემონსტრაციების დაფინანსებაში. და არა მარტო საქართველოში, არამედ სერბეთში, სლოვაკეთში, სხვაგან.

მასკმა განაცხადა, რომ უნდა დაიხუროს „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლების“ პროგრამები. „რადიო თავისუფლება“, თავისი წამყვანით და მის მიერ მოწვეული ანტიქართველი ექსპერტებით, რომ მსმენელს მტვერს აყრის თვალებში და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს — მტკიცება არ სჭირდება. დაფინანსების შეწყვეტით ხმა ჩაუწყდება „რადიო თავისუფლებას“, რაც მისასალმებელია.

მიუნხენის კონფერენციით დავიწყე და მიუნხენით დავამთავრებ. კონფერენციაზე აშშ-ს დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ხელმძღვანელობით, გააჟღერებს უკრაინის საკითხის ირგვლივ არსებულ ხედვას აშშ-ს ადმინისტრაციაში.

დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი მთავარი მომლაპარაკებელი მოსკოვთან და კიევთან კიტ კელოგი საგნობრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ ლიდერებთან. ვიცე-პრეზიდენტი ვენსი შეხვდება ზელენსკის. რას მოიტანს ეს შეხვედრები და მოლაპარაკებები — ძნელი გამოსაცნობია, მითუმეტეს ის, რას მოახსენებენ და რა ფორმატში ვენსი და კელოგი პრეზიდენტ ტრამპს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი პრობლემის მოსაგვარებლად.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი