რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს, იქ გაურკვეველი ვადით დარჩება. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახური უწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა “ ავრცელებს.
88 წლის ფრანცისკეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას სასუნთქი გზების ინფექცია დაუდგინდა. ახალგაზრდობაში ფრანცისკეს ფილტვის ნაწილი ამოაჭრეს და ამის შემდეგ ის რესპირატორული დაავადებების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა.
ამის მიუხედავად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომის პაპის მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფოდან მუშაობის ნაწილის შესრულებასაც კი ახერხებს.