27 ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა.
ამის შესახებ TASS-ის კორესპონდენტი ევროკავშირის საბჭოში ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დელეგაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„მუდმივი წარმომადგენლები დღეს დილით შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე“, – აცხადებს დიპლომატი.
ხოლო როგორც Reuters წერს, ევროკავშირი რუსეთიდან პირველადი ალუმინის იმპორტს აკრძალავს.