კაია კალასი: არ შეიძლება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე შედგეს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ არ შეიძლება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე შედგეს.

კაია კალასი

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. რასაც ამბობენ, არის ის, რომ ცდილობენ გაარკვიონ, სურს თუ არა რუსეთს მშვიდობა, რადგან [რუსებს] აქამდე მშვიდობა არ სურდათ“, – აღნიშნა კაია კალასმა.

„იმისათვის, რომ რომ ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმებამ იმუშაოს, უკრაინა და ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს“, – დასძინა მან.