კალასი რუბიოსთან საუბრის შემდეგ: არ ჩავვარდეთ მათ ხაფანგში, რუსეთი შეეცდება ევროპისა და აშშ-ის გაყოფას

ევროკავშირის “უმაღლესი დიპლომატი” კაია კალასი ევროპელ მინისტრებთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ესაუბრა.

კაია კალასი

მედიის ცნობით, რუბიოსთან საუბარი ერ-რიადში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი შეეცდება ევროპისა და შეერთებული შტატების გაყოფას.

„მოდით, არ ჩავვარდეთ მათ ხაფანგში, შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას – უკრაინის პირობებით“, – აღნიშნა მან.