„მაგიტომ მომწონს ბიძინა, რომ ბაჩიაშვილს არ იჭერს – მე რომ ბაჩიაშვილი ვიყო, ვიცი როგორ მოვუგებდი ივანიშვილს სასამართლოს“ – რუხაძე

„მე რომ ვიყო გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას, ვიცი როგორ მოვუგებდი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „გირჩი ტვ-ს“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის მიმდინარეობისას „გირჩის“ ლიდერები ამბობდნენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის პროცესები დადგმულია, რაზეც რუხაძემ ასე უპასუხა:

„გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ბაჩიაშვილი რომ არსებობს საქართველოში როგორც ასეთი ფენომენი, არის ძალიან კარგი (არსებობს ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ედავება ამხელა თანხებს). ვიცი, რომ არ არის დადგმული. მე ბევრი შევეცადე, თავის დროზე გიორგი დამერწმუნებინა, რომ ეს პრობლემა გაიზრდება და აფეთქდება და დაალაგე-მეთქი, სულ ვეუბნებოდი. ამიტომ, ეს არ არის დადგმული პრობლემა. ბიძინა არ არის ეგეთი მმართველი, მაგიტომ მომწონს ბიძინა, რომ ბაჩიაშვილს არ იჭერს.