მაკრონი: საფრანგეთს არ ესმის ტრამპის ლოგიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის კაბინეტს განუცხადა, რომ საფრანგეთს არ ესმის პრეზიდენტ ტრამპის მტკიცება, რომ უკრაინას რუსეთის შეჭრაში ბრალი მიუძღვის.

ემანუელ მაკრონი

„ჩვენ კარგად არ გვესმის ეს ლოგიკა“, – განუცხადა ჟურნალისტებს საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა, სოფი პრიმასმა.

„ჩვენი უნარი, უზრუნველვყოთ საკუთარი თავდაცვა, გამოცდას ექვემდებარება. ევროპა აცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია თავისი უსაფრთხოების დელეგირება სხვა ძალებისთვის“, – დასძინა მან.