რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ახლახან აცნობეს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინელთა ტერიტორიაზე შევიდნენ.
„უახლესი ინფორმაციით, რომელიც 1 საათის წინ მომაწოდეს, დღეს ღამით, 710-ე ბრიგადის მებრძოლებმა გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და მტრის ტერიტორიაზე შევიდნენ“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს პეტერბურგში.
კითხვაზე – რა ვითარებაა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში, პუტინმა განაცხადა: „ჩვენი ჯარები მიიწევენ კონტაქტის მთელ ხაზზე“.