„სამწუხაროდ, ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“ – ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე, რომ მისი რეიტინგი 4%-ია

უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი რეიტინგი 4%-მდე დაეცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკის თქმით, ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.

„ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპს, როგორც იმ ქვეყნის ლიდერს, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ, თუმცა სამწუხაროდ, ის ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – ამბობს ზელენსკი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„ამის თქმა სასიამოვნო არ არის, მაგრამ უკრაინის ლიდერის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-მდეა ჩამოსული.

თუ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა სურთ, მაშინ უკრაინელმა ხალხმა უნდა თქვას – „ჩვენთან დიდი ხანია, არ ყოფილა არჩევნები“, – ციტირებს გამოცემა ტრამპის სიტყვებს.

მისივე თქმით,

უკრაინაში არჩევნების მოთხოვნა „რუსეთიდან არ მოდის“.

„ეს ის არის, რაც ჩემგან და ბევრი სხვა ქვეყნისგან მოდის“, – აღნიშნავს ის.