სტივ ვიტკოფი: აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან ოპტიმისტური და კონსტრუქციული იყო, ყველა იქ მყოფს სურდა სწორი შედეგის მიღწევა

„აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში პოზიტიური შედეგებით დასრულდა“, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა განაცხადა.

ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი

„შეხვედრა იყო პოზიტიური, ოპტიმისტური, კონსტრუქციული, ყველა იქ მყოფს სურდა სწორი შედეგის მიღწევა და ორიენტირებული იყო გადაწყვეტილებებზე. ამ შეხვედრის შემდეგ უკეთეს შედეგს ვერც კი წარმოვიდგენდით. შეხვედრა იყო ძალიან, ძალიან სასარგებლო“, – აღნიშნა სტივ ვიტკოფმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ-ის დელეგაცია რუსეთში ვიზიტს, ვიტკოფმა უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებას მომდევნო რამდენიმე კვირაში მიიღებენ.