უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უარყო ომის დროს არჩევნების ჩატარების იდეა.
„უკრაინას ტყვიები სჭირდება და არა ბიულეტენები“, – აღნიშნა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა.
„დაბომბვის ქვეშ დემოკრატიის ხელახლა გამოგონება არ არის დემოკრატია, ეს არის სცენაზე მართული სპექტაკლი, რომლის მთავარი ბენეფიციარი კრემლშია“, – დასძინა მან.