ზელენსკი: არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ

„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას გამოეხმაურა.

მისივე ცნობით, რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ, სამიზნე გახდა სამოქალაქო ენერგეტიკული ობიექტები. ჯერ კიდევ გუშინ, ერ-რიადში გამართული ყბადაღებული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ისევ იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს არ უმიზნებდნენ. თითქმის პარალელურად, მათ მორიგი შეტევა დაიწყეს და დრონების გამოყენებით ელექტრო ტრანსფორმატორებს დაარტყეს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ. მათი ნდობა არ შეიძლება და მშვიდობის მიღწევისთვის მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, – წერს ზელენსკი.