უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის ხარჯმა ამ დრომდე 320 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა, კიევს და ვაშინგტონს ამ საკითხზე განსხვავებული მონაცემები აქვთ.
როგორ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ამ თანხიდან 120 მილიარდი დოლარი უკრაინელი გადასახადის გადამხდელებისგან მოდის, ხოლო 200 მილიარდი აშშ-სა და ევროკავშირისგან.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-მა 67 მილიარდი დოლარის იარაღი და საბიუჯეტო დახმარება გამოყო.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მხარდაჭერის 90% აშშ-დან მოდის, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენ მადლიერები ვართ მათი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.