ტრამპი ზელენსკის გამოუცდელ და არაკომპეტენტურ ლიდერად წარმოაჩენს, რომელმაც ქვეყნის სათავეში მოსვლისას ვერ შეძლო სიტუაციის მართვა და მისმა გაუწონასწორებელმა გადაწყვეტილებებმა უკრაინა ომის ჩიხში შეიყვანა, კრიზისიდან გამოსვლის რეალური გზების გარეშე. მისი მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სგან მიღებული ასობით მილიარდი დოლარი არაეფექტურად და გაუმჭვირვალედ განკარგა, რაც კორუფციისა და არასწორი მმართველობის ნიშანია.
ამასთან, ის, რომ ზელენსკი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმაზე, რომ იგი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს ნებისმიერ ფასად, მაშინ, როდესაც უკრაინას სტაბილურობა ყველაზე მეტად სჭირდება; განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზია ამერიკის ფინანსური დახმარების უკონტროლო ზრდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს, ერთად აღებულთ, ბევრად ნაკლები ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ტრამპის შეფასებით, ეს უსამართლო სიტუაციაა, რადგან უკრაინის ომი ევროპას უფრო ეხება, ვიდრე აშშ-ს, თუმცა სწორედ ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიან ყველაზე მაღალ ფასს. მისი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა სამართლიანი გადანაწილების მიღწევა, რის გამოც აშშ უდიდეს ფინანსურ დანაკარგს განიცდის, სანაცვლოდ კი “არაფერს იღებს”.
ტრამპის თქმით, ზელენსკის მთავრობა ომის დასრულებისკენ არ მიდის, არამედ მუდმივად ითხოვს ახალ დახმარებებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ამ კონფლიქტის გახანგრძლივება ურჩევნია, ვიდრე მისი მშვიდობიანი მოგვარება. მისი ხედვით, კონფლიქტი შესაძლებელია სწრაფად მოგვარდეს ძლიერი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით. ამ ფონზე, ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ომის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეწყვეტს უაზრო მონაწილეობას და ზეწოლას მოახდენს ევროპაზე, რათა მათ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. მისი აზრით, აშშ-ის პრიორიტეტი უნდა იყოს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც მოიცავს უსაფუძვლო ფინანსური ვალდებულებების თავიდან აცილებას და ამერიკის რესურსების სწორად მართვას. ეს მიდგომა ტრამპის მიერ არაერთხელ გაჟღერებულა და დღესაც აქტუალურია, როდესაც ომის გაჭიანურება აშკარა ხდება.
დასასრულს, ზელენსკი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კორუფცია და მმართველობის კრიზისი უკრაინაში მხოლოდ გაღრმავდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ აქტიურად შეუწყო ხელი ამ სიტუაციის განვითარებას, უზრუნველჰყო უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გაიფლანგა. დღეს, როცა ტრამპი დაბრუნდა პრეზიდენტის პოსტზე და გუშინ გაიმართა ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები, იმედი ჩნდება, რომ ეს ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდება და სამართლიანობა აღდგება. ამერიკას აღარ სჭირდება უსასრულო ჩართულობა ამ კონფლიქტში და მსოფლიო საბოლოოდ ხედავს, თუ როგორ იქცა ზელენსკი ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ და უპასუხისმგებლო სისხლიან ლიდერად თანამედროვე ისტორიაში.
ირაკლი ყიფიანი