ABC News – პენტაგონის ხელმძღვანელს სურს გაათავისუფლოს გენერლები, რომელთა შეხედულებები დონალდ ტრამპს ეწინააღმდეგება

„პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა, შესაძლოა, ამ კვირის ბოლომდე გაათავისუფლოს ან გადააყენოს თანამდებობიდან ზოგიერთი გენერალი და მაღალი რანგის ოფიცერი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას,“ – ამის შესახებ ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომლებმაც მედიასაშუალებას კონფიდენციალურად მიაწოდეს ინფორმაცია.

პიტ ჰეგსეტი

წყაროების თქმით, პიტ ჰეგსეტი თანამდებობიდან გათავისუფლება ასევე ემუქრება მაღალჩინოსნებს, რომლებიც მუშაობდნენ თავდაცვის ყოფილ მდივან ლოიდ ოსტინთან.

„თანამდებობიდან გათავისუფლების პოტენციური სამიზნე შეიძლება იყოს აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი, რადგან რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტრამპი ჰეგსეტს თანამდებობაზე დანიშნავდა, ის თვლიდა, რომ ბრაუნი უნდა გაეთავისუფლებინათ“, – წერს მედიასაშუალება.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 5 წლის განმავლობაში გეგმავს პენტაგონის ბიუჯეტის მესამედით შემცირებას.