დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთის ლიდერის ვიზიტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მოუთმენლად ელის, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ვიზიტის, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ახალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიონ.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბოლოს აშშ-ში 2023 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ჩინურ საქონელზე 10 პროცენტიანი ტარიფები დააწესა.

ტრამპის საპასუხოდ, ჩინეთმა განაცხადა, რომ რომ დააწესებს საპასუხო ტარიფებს ამერიკულ საქონელზე, რაც განაახლებს სავაჭრო ომს მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის.