“ევროპამ ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს” – როგორ ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები ტრამპის შოკისმომგვრელ განცხადებებს უკრაინაზე?

ბოლო დროს, აშშ-ის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსოფ­ლი­ოს შოკ­ში აგ­დებს.

"ევროპამ ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს" - როგორ ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები ტრამპის შოკისმომგვრელ განცხადებებს უკრაინაზე?

ტრამ­პი ლა­მის გა­უ­თა­ვებ­ლად ლა­პა­რა­კობს უკ­რა­ი­ნი­სა და მისი პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შე­სა­ხებ. მას შემ­დეგ, რაც ელ-რი­ად­ში აშშ-სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, მის­მა მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებ­მა ზე­ლენ­სკის მი­სა­მარ­თით იმა­ტა და უფრო რა­დი­კა­ლუ­რიც გახ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ზე­ლენ­სკის “დიქ­ტა­ტო­რად” მოხ­სე­ნი­ე­ბით მან ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა.

Truth Social-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე ტრამპმა და­წე­რა:

“და­ფიქ­რდით, სა­შუ­ა­ლოდ წარ­მა­ტე­ბულ­მა კო­მი­კოს­მა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 350 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის და­ხარ­ჯვა­ში და­არ­წმუ­ნა, რათა წა­სუ­ლი­ყო ომში, რომ­ლის მო­გე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც არც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ომში, რო­მელ­საც ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და “ტრამ­პის” გა­რე­შე ვე­რას­დროს ვერ მო­აგ­ვა­რებს.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ევ­რო­პა­ზე 200 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რით მეტი და­ხარ­ჯა, და ევ­რო­პის ფული და­ცუ­ლია, მა­შინ, რო­დე­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არა­ფერს არ და­იბ­რუ­ნებს. რა­ტომ არ მო­ი­თხო­ვა მძი­ნა­რე ჯო ბა­ი­დენ­მა გა­თა­ნაბ­რე­ბა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს ომი ევ­რო­პის­თვის გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ჩვენ­თვის – დიდი, ლა­მა­ზი ოკე­ა­ნე გვაქვს, რო­გორც გამ­ყო­ფი.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ზე­ლენ­სკი აღი­ა­რებს, რომ ფუ­ლის ნა­ხე­ვა­რი, რო­მე­ლიც გა­ვუგ­ზავ­ნეთ, “და­კარ­გუ­ლია”. უარს ამ­ბობს არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს უკ­რა­ი­ნულ გა­მო­კი­თხვებ­ში, და ერ­თა­დერ­თი რა­შიც კარ­გი იყო, იყო ბა­ი­დე­ნით “მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა”. დიქ­ტა­ტორ­მა არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე, ზე­ლენ­სკიმ ჯო­ბია სწრა­ფად იმოქ­მე­დოს, თუ არა­და ქვე­ყა­ნა არ დარ­ჩე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ჩვენ წარ­მა­ტე­ბულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ რუ­სეთ­თან ომის დას­რუ­ლე­ბა­ზე, რა­საც ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ მხო­ლოდ “ტრამპს” და ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­უძ­ლია. ბა­ი­დენს არას­დროს უც­დია, ევ­რო­პამ მშვი­დო­ბის მო­ტა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია და ზე­ლენ­სკი სა­ვა­რა­უ­დოდ სურს, რომ “ფუ­ლის მა­ტა­რე­ბელ­მა” გა­აგ­რძე­ლოს მოძ­რა­ო­ბა. მიყ­ვარს უკ­რა­ი­ნა, მაგ­რამ ზე­ლენ­სკიმ სა­შინ­ლად იმუ­შა­ვა, მისი ქვე­ყა­ნა დამ­სხვრე­უ­ლია, და მი­ლი­ო­ნე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე და­ი­ღუ­პა – და ასე გრძელ­დე­ბა”.

  • ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი აშშ-ის პირ­ვე­ლი პი­რის პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რე­ბენ.

სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კი­სი:

“ევ­რო­პამ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ლე­თარ­გი­უ­ლი ძი­ლი­დან უნდა გა­მო­იღ­ვი­ძოს, რომ­ლი­თაც მას, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დია სძი­ნავს. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და აშშ-ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დოთ, სწრა­ფად ვი­მოქ­მე­დოთ და იმ სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც გან­ვი­ხი­ლავთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ“.

ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პედ­რო სან­ჩე­სი:

“ორ­შა­ბათს ვიქ­ნე­ბი კი­ევ­ში, რათა კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რო ეს­პა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მართ. დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“, – წერს სან­ჩე­სი.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი:

“მე კი­დევ ერთხელ მქონ­და ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი ევ­რო­კავ­ში­რელ რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას­თან, ასე­ვე კო­ლე­გებ­თან კა­ნა­დი­დან, ის­ლან­დი­ი­დან და ნორ­ვე­გი­ი­დან. საფ­რან­გეთს და მის პარტნი­ო­რებს მკა­ფიო და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია აქვთ. გვსურს გრძელ­ვა­დი­ან და მტკი­ცე მშვი­დო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში. ჩვენ ვდგა­ვართ უკ­რა­ი­ნის გვერ­დით და ვი­ღებთ სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ეს არის საფ­რან­გე­თის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ინ­ტე­რე­სი და მე ვარ მისი გა­რან­ტი. ვი­ზი­ა­რებთ მი­ზანს, რო­მე­ლიც ასე­ვე არის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მი­ზა­ნი – ბოლო მო­ე­ღოს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ომს, რო­მე­ლიც უკვე თით­ქმის სამი წე­ლია გრძელ­დე­ბა“.

მისი თქმით, მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით ძა­ლის­ხმე­ვა შემ­დე­გი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გაგ­რძელ­დე­ბა:

“უკ­რა­ი­ნა ყო­ველ­თვის უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი და მისი უფ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი. მშვი­დო­ბა უნდა იყოს ხან­გრძლი­ვი და თან ახ­ლდეს ძლი­ე­რი და სან­დო გა­რან­ტი­ე­ბი. უნდა მოხ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პე­ლე­ბის შეშ­ფო­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ ევ­რო­პი­სა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ხარ­ჯე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და კვი­რებ­ში“, – აღ­ნიშ­ნავს მაკ­რო­ნი.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რომ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კირ სტარ­მე­რი მო­მა­ვალ კვი­რას თეთრ სახ­ლში დო­ნალდ ტრამპს შეხ­ვდე­ბი­ან. შეხ­ვედ­რა მიზ­ნად ისა­ხავს რუ­სე­თის ომის დას­რუ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დო­ნალდ ტუს­კი:

“უკ­რა­ი­ნის იძუ­ლე­ბი­თი კა­პი­ტუ­ლა­ცია მთლი­ა­ნად და­სავ­ლე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­პი­ტუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა. ამ ფაქ­ტის ყვე­ლა შე­დე­გით. და არა­ვის არ მის­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა თავი მო­იჩ­ვე­ნოს, ვი­თომ ამას ვერ ხე­და­ვენ”.

ჩე­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი, პეტრ პა­ვე­ლი:

“რა ფასი ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც სამი წე­ლია თავს იცავს მე­ზო­ბე­ლი ბირ­თვუ­ლი ზე­სა­ხელ­მწი­ფოს აგ­რე­სი­ის­გან? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რო­დე­საც მისი ტე­რი­ტო­რი­ის მე­ხუ­თე­დი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ და მთე­ლი ქვე­ყა­ნა ყო­ველ­დღი­უ­რად იბომ­ბე­ბა? დიდ ცი­ნიზმს მო­ი­თხოვს, რომ ასე­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს დიქ­ტა­ტო­რი უწო­დო”.

ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტი, გი­ტა­ნას ნა­უ­სე­და:

“უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი – ნატო-ს წევ­რო­ბა მა­გი­და­ზე უნდა დარ­ჩეს. რუ­სეთ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს ომის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე და სან­ქცი­ე­ბი ძა­ლა­ში უნდა დარ­ჩეს მა­ნამ, სა­ნამ აგ­რე­სია არ შე­ჩერ­დე­ბა. სა­ჭი­როა სას­წრა­ფო და­ფი­ნან­სე­ბა ია­რა­ღის­თვის და 10 მი­ლი­არ­დი ევრო უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ინ­დუსტრი­ის­თვის, ასე­ვე რუ­სე­თის­თვის გა­ყი­ნუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბა რუ­სე­თი­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე. უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში სწრა­ფი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა – მიზ­ნობ­რი­ვი თა­რი­ღი 2030 წლის­თვის. უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­წი­ლია. ვი­მოქ­მე­დოთ ერ­თად“.