ზელენსკი პრეზიდენტის თანამდებობას სათანადო არჩევნების შემდეგ იკავებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფოს არალეგიტიმურ მეთაურად, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
სტეფან დიუჟარიკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც მან ვოლოდიმირ ზელენსკი „დიქტატორად“ მოიხსენია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა. „დიქტატორი არჩევნების გარეშე. ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება“, – დაწერა ტრამპმა TruthSocial-ის საკუთარ გვერდზე.