კრემლის ლიდერის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ზელენსკის რეიტინგის ვარდნა თვალშისაცემია“.
„ის, რომ ზელენსკის რეიტინგი ეცემა, აბსოლუტურად აშკარა ტენდენციაა და ამაზე კამათი არ შეიძლება,“ – აცხადებს პესკოვი.
ინფორმაციისთვის, ტრამპმა ზელენსკის „4%-იან რეიტინგსა“ და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე ილაპარაკა. უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თეთრი სახლის ლიდერი რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლია.