რუსეთს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში „კოზირები“ აქვს – „მათ დიდი ტერიტორია დაიპყრეს“ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ხელში „კოზირები“ უკავია.

 ტრამპი

„ვფიქრობ, რუსებს ომის დასრულება სურთ. მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ მათ ხელში კოზირები უკავიათ, ვინაიდან მათ დიდი ტერიტორია დაიპყრეს. მათ კოზირები აქვთ“, – თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, 18 თებერვალს აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოლაპარაკებები გამართეს. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი. აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო მდივნით მაკრო რუბიოთი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით მაიკ უოლცით და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით სტივ უიტკოფით.