ცნობილი ქართველი ექიმი ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით გარდაიცვალა – რას ამბობს გარდაცვლილის დედა ვიდეომიმართვაში?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი ექი­მი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი გი­ორ­გი გელ­დი­აშ­ვი­ლია.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 14 თე­ბერ­ვალს დაკ­რძა­ლეს. შვილმკვდა­რი დედა ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

  • გარ­დაც­ვლი­ლის დედა ამ­ბობს, რომ არ სურს ტყუ­ი­ლის თქმა, თით­ქოს მისი შვი­ლი გუ­ლის ან სხვა პრობ­ლე­მე­ბით და­ი­ღუ­პა. პი­რი­ქით, რო­გორც ქალი ამ­ბობს, სურს ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­როს პრობ­ლე­მა­ზე, რა­საც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქვია და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა “ბა­რი­გებ­თან” ბრძო­ლას მი­უ­ძღვნას.
გი­ორ­გი გელ­დი­აშ­ვი­ლი

“მე არ ვი­კად­რებ ტყუ­ილს და არ ვი­ტყვი, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, უე­ცა­რი თრომ­ბის ბრა­ლია და ა.შ. სი­მარ­თლეს თუ დავ­მა­ლავთ, მა­შინ ვერც პრობ­ლე­მას და ბო­რო­ტე­ბას შე­ვებ­რძო­ლე­ბით. მე კი მთე­ლი ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა ე.წ. ბა­რი­გებ­თან ბრძო­ლას მო­ვახ­მარ, თუნ­დაც მომ­კლან, რო­გორც ეს ჩემი შვი­ლის ერთ-ერ­თმა მკვლელ­მა მი­თხრა. ის ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბა, რომ ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლი შვე­ბაა. მაგ­რამ გა­ხა­რე­ბუ­ლი მოვ­კვდე­ბი, თუ დე­დებს, რამ­დენ­საც შევ­ძლებ, ჩემს უკი­დე­გა­ნო ტკი­ვილს ავა­ცი­ლებ” – წერს ვი­დე­ო­მი­მარ­თვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში კი ქალი ამ­ბობს:

“ჩემი შვი­ლი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, რომ­ლის გა­ყი­ნუ­ლი სხე­უ­ლი გუ­შინ­წინ მი­ვა­ბა­რე მი­წას. ამ ვი­დე­ოს არ ვწერ ჩემი შვი­ლის­თვის, ამ ვი­დე­ოს ვწერ იმის­თვის, რომ ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ვან­დო­მო იმას, რომ რამ­დე­ნი­მე დე­დამ მა­ინც არ გა­ნი­ცა­დოს ის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც მე გან­ვიც­დი. ეს ვი­დეო გი­ორ­გის არ ეხე­ბა მაგ­რამ მინ­და რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა გი­თხრათ გი­ორ­გი­ზე. გი­ორ­გი 2 წლის იყო, როცა ზღაპ­რებს კი­თხუ­ლობ­და. 5 წლის ასაკ­ში და­ხუ­რა 4 კლა­სი. უნი­ჭი­ე­რე­სი ბავ­შვი იყო.

იყო ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი. წერ­და ლექ­სებს, მო­თხრო­ბებს. ამ­ხე­ლა ნი­ჭთან ერ­თად იყო უსუ­სუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვე­რა­ვის ვერ ეტყო­და არას. მე არ მახ­სოვს, რომ მას რა­მე­ზე არა ეთ­ქვას. დიდი ნიჭი რო­დე­საც ადა­მი­ანს აქვს, ის ამა­ვე დროს უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან სუს­ტია. თა­ვის­მა სი­სუს­ტემ და­ღუ­პა. ასე­ვე დავ­ღუ­პე მე. მე ვერ მი­ვაქ­ციე სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა.

მის მკვლე­ლებ­ზე შემ­დეგ ვი­დე­ო­ში მო­გიყ­ვე­ბით. ყვე­ლა ბა­რი­გას ვე­უბ­ნე­ბი, თქვე­ნი ად­გი­ლი არ არის მზის ქვეშ… თქვენ ყვე­ლა გი­სო­სებს მიღ­მა უნდა იყოთ და მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რამ­დენ­საც შევ­ძლებ”.

ambebi.ge