თქვენ ვერ წაიღებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს თამაშს ვერ წაგვართმევთ, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სოციალურ ქსელში დაწერა.
აღნიშნულის შესახებ ტრუდომ მას შემდეგ დაწერა, რაც ოთხი ერის ტურნირში კანადის ჰოკეის გუნდმა აშშ-ს გუნდი დაამარცხა.
კანადის პრემიერ-მინისტრი ოთხი ერის ტურნირზე აშშ-სა და კანადას შორის გამართულ ფინალურ მატჩს ერთ-ერთ ლუდის ბარში უყურებდა.
მატჩის გამართვამდე კი, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა: „მოუთმენლად ველოდებით, როგორ დაამარცხებს შეერთებული შტატების ჰოკეის ნაკრები კანადის, მალე აშშ-ის 51-ე შტატის ნაკრებს“.