პესკოვის განცხადებით, კრემლში არ მიაჩნიათ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პრორუსული პოზიცია დაიკავა

კრემლში არ მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პრორუსული პოზიცია დაიკავა.

პესკოვი

უკრაინასთან დაკავშირებით ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებებზე კრემლში აღნიშნავენ, რომ „ბევრი მშვიდად ვერ აკვირდება უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილს, ხელი შეუშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, კრემლი ეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციას იმაში, რომ უკრაინაში ომის „მშვიდობიანი გზებით“ დარეგულირება არის სასურველი.

„ნათელია, რომ ცოტას შეუძლია, გულგრილი დარჩეს იმ ყველაფრის მიმართ, რაც კიევის რეჟიმის ირგვლივ ხდება, რომელიც გამორიცხავს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას და არ სურს მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. რა თქმა უნდა, ვინაიდან ბევრი არ რჩება გულგრილი, ეს აისახება ძალიან ემოციურ განცხადებებში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.